კომუნიკაციების კომისია: უფასო პოლიტიკური რეკლამის დაბლოკვისთვის „მთავარ არხს“ გაფრთხილება მიეცა
31-12-2020, 16:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კომუნიკაციების კომისიამ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა და „მთავარ არხს“ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება მისცა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

 

 

„მთავარმა არხმა“ პარტია „ქართულ ოცნებას“ მეორე ტურის დროს უარი უთხრა უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე, რითიც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაარღვია.

 

 

აღსანიშნავია, რომ „მთავარი არხი“ ინფორმირებული იყო, რა პერიოდიდან და რა პრინციპით უნდა განეთავსებინა უფასო პოლიტიკური რეკლამა მეორე ტურის დროს. ამის შესახებ მაუწყებელს კომუნიკაციების კომისიამ შეტყობინება 3 ნოემბერს გაუგზავნა და შეახსენა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. მეორე წერილი კი მაუწყებლებს 16 ნოემბერს გაეგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ მაუწყებელს ორჯერ შეახსენა ვალდებულება, „მთავარმა არხმა“ აღნიშნული არ გაითვალისწინა. არხმა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 761 მუხლის 21-ე პუნქტი დაარღვია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

აქვე განმარტებულია, რომ კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, „მთავარ არხს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევა არ ჩაუდენია და მაუწყებელს წერილობითი გაფრთხილება მისცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი