შემოსავლების სამსახური: პირველიდან 15 იანვრის ჩათვლით შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ იმუშავებს
31-12-2020, 17:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის კოდექსისა და საქართველოს მთავრობის N698 დადგენილების თანახმად, პირველი იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში არ იმუშავებს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები, გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული) სარგებლობისას, – ამ შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

 

 

„აქვე გაცნობებთ, რომ ვინაიდან, საქართველოს შრომის კოდექსითა და საქართველოს მთავრობის N698 დადგენილების თანახმად, 2021 წლის პირველი იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი ემთხვევა უქმე დღეებს, საგადასახადო დეკლარაციების/გაანგარიშებების წარდგენის სავადო თარიღია 2021 წლის 18 იანვარი (ნაცვლად 2021 წლის 15 იანვრისა).

 

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადებულ უქმე დღეებში (2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ) გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე, გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

 

 

ამასთან, გაცნობებთ, რომ სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.

 

 

აღნიშნული ობიექტები სრულად არის აღჭურვილი სადეზინფექციო ხსნარებით, დეზობარიერებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით, ხოლო ოპერატორები მოქალაქეთა მომსახურებას დამცავი ნიღბებითა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით ახორციელებენ.

 

 

2021 წლის 4, 5, 6, 8, 11 – 15 იანვარს, ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, 09:00 საათიდან -18:00 საათამდე:

 


• სატელეფონო ცენტრის ნომერზე: 2 299 299
• RS ჩათის მეშვეობით
• ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი