დღეიდან 15 იანვრის ჩათვლით, საქართველოში უქმე დღეები ცხადდება
03-01-2021, 11:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეიდან 15 იანვრის ჩათვლით, საქართველოში უქმე/დასვენების დღეები ცხადდება.

 


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

 


ამასთან, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები დღეიდან კვლავ ამოქმედდა. სავაჭრო ობიექტები მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. დისტანციურ რეჟიმში მუშაობა არ გავრცელდება სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებზე, ასევე პრესის ჯიხურებზე.

 


საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ.

 


ამასთან, გადაადგილებაზე ახალი წლისთვის მოხსნილი შეზღუდვები, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს გამონაკლისის სახით მოქმედებდა, კვლავ ძალაშია. ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. გამონაკლისი, 31 დეკემბრის მსგავსად, 6 იანვრის ღამე იქნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი