ხელზე გადავუხდით 25 ₾.-ს, გავუმასპინძლდებით ცხელი ყავით და ხაჭაპურით - შპს არსი მსურველებს „ერთდღიან სამუშაოებს“ სთავაზობს
03-01-2021, 15:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაკარგა სამსახური, შემოსავლის წყარო და უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება.

 


შპს არსი გამოდის ინიციატივით და მიმართავს ყველას, ვისაც ამის საშუალება აქვს, შევთავაზოთ მსურველებს „ერთდღიანი სამუშაოები“ (ამ ეტაპზე შეუძლებელა მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა).

 


მსურველებს საშუალება ექნებათ მივიდნენ, ერთი „შრომადღე“ იმუშავონ და ხელზე მიიღონ საკუთარი შრომის საფასური.

 


არსი მზად არის 10 მოქალაქე დაასაქმოს 10 დღით, კუს ტბის ფერდობის ტყეპარკის დასუფთავებაზე. გამოსატანია უამრავი ფიჩხი (ფიჩხს მივუტანთ მრავალშვილიან ოჯახებს.) ნარჩენებს შევაგროვებთ ტომრებში.

 


· სამუშაოს დასაწყისი 09:00


· დასასრული 18:00


· შესვენება 13:00-14:00 (გავუმასპინძლდებით ცხელი ყავით და ხაჭაპურით)


· ყოველი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ხელზე გადავუხდით 25 ₾-ს.


სამუშაო არის ღია ტერიტორიაზე, ასე რომ დაცული იქნება ყველა დაწესებული ნორმა.


მსგავს სამუშაოებს რა გამოლევს თბილისში და ჩვენ ქვეყანაში. მთავარია სხვა კომპანიებმაც აგვიბან მხარი. ვისაც რამდენი მოქალაქის დასაქმება შეეძლება იმდენი დაასაქმოს... 1 იქნება თუ 50...


გაზაფხულიდან ვგეგმავთ გამწვანების აქციის დაწყებას. (წინასწარ მერიას შევუთანხმებთ ლოკაციებს).


დაწყებას ვგეგმავთ ახალი წლის 1 კვირიდან, გარკვეული ორგანიზაციული სამუშაოების მერე.


დამატებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით.


ყველას გთხოვთ მოგვაწოდოთ შენიშვნები და წინადადებები.

 

 

ირაკლი როსტომაშვილი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი