„პატრიოტთა ალიანსის“ პროპორციული სიის წარმომადგენელმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა
03-01-2021, 17:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პატრიოტთა ალიანსის“ პროპორციული სიის პირველი ათეულის წარმომადგენელმა, დავით ზილფიმიანმა საქართველოს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.

 


ღია წერილში იგი აცხადებს, რომ თუ ლეგიტიმურად დადგება მისი პარლამენტში შესვლის საკითხი, მაშინ, ქვეყნის ინტერესების და დასავლელი პარტნიორების აზრის გათვალისწინებით, მიიღებს გადაწყვეტილებას, შევიდეს პარლამენტში.

 

 

„ჩემი ცხოვრების მანძილზე, წარსულიდან მოყოლებული, დღემდე, არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი, ყოველთვის ვმოქმედებდი ჩემი მოქალაქეობრივი მრწამსისა და ქვეყნის საჭიროების შესაბამისად. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მხარს ვუჭერდი ამა თუ იმ პოლიტიკურ მიმდინარეობას. კერძოდ, 2004 წელს, ქვეყნის განახლებასა და აღმშენებლობას. 2012-ში, კაცთმოძულე ტირანიის გადაგდებას, ხოლო შემდგომ, პატრიოტიზმსა და სამართლიანობის აღდგენას. ჩემი საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო, ქვეყანაში მომხდარი თითქმის ყველა კატაკლიზმის მსხვერპლი გავხდი, ისე, როგორც ეს იყო აფხაზეთის მოვლენებში ჩემი მონაწილეობისას, „ბასილისტების“ შავი ინკვიზიციის პერიოდში, რომლებმაც წიგნების დაწვითა და დარბევით (მათ შორის, ჩემი კომპანიის) დატოვეს კვალი. ასევე, 2012 წელს, დამოუკიდებელი ტელევიზიების სიგნალის გავრცელების შესაწყვეტად, იმდროინდელი რეჟიმის მიერ, ისევ ჩემი კომპანიის სრული დარბევით დასრულდა. მიუხედავად ყველაფრისა, მესამედ მომიწია კომპანიის აშენება და კვლავაც იგივე საქმიანობას ვახორციელებ, როგორც ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორი.

 


პოლიტიკა არასოდეს მიმაჩნდა უფრო მნიშვნელოვან საქმიანობად, ვიდრე ჩემი სამეცნიერო, აკადემიური, მედია და ტექნიკური მიმართულებანი, რომელთაც დავუთმე ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი, როგორც საქართველოში, ასევე დასავლეთის მოწინავე სამეცნიერო ცენტრებსა და კოსმოსურ სააგენტოებში, ვარ რა, უკვე მრავალი წელია, ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტი. ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ლეგიტიმურად დადგება ჩემი პარლამენტში შესვლის საკითხი, მაშინ, ქვეყნის ინტერესების, ჩემი პირადი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრის გათვალისწინებით, მივიღებ გადაწყვეტილებას, შევიდე პარლამენტში და ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, დავკავდე პოლიტიკით, რადგან ღრმად მწამს, რომ დაუშვებელია ოპონირების გარეშე ქვეყნის მართვის პროცესის მიტოვება და პარლამენტიდან კვლავაც ვიბრძოლებ მედიათავისუფლების, ქვეყნის მაღალტექნოლოგიური განვითარებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის“, – ნათქვამია ზილფიმიანის წერილში.

 


ცესკო-ს ვებგვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამ წევრს, ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძეს და დავით ზილფიმიანს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკო-სთვის არ მიუმართავს.

 

 

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი და პარტიის სხვა ხელმძღვანელი პირები კი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მომხრე არიან და აცხადებენ, რომ ეს არის „პატრიოტთა ალიანსის“ ურყევი პოზიცია“.

 


„მკაფიოდ მინდა განვაცხადო და კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ მე, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე არ შევდივართ პარლამენტში! პარტიის პოლიტიკური შემადგენლობა არ შედის მეათე მოწვევის პარლამენტში! მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თქვა, რომ არ შევიდოდა მეათე მოწვევის პარლამენტში! მე ვასრულებ და მომავალშიც შევასრულებ სიტყვას.

 

 

ჩვენ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიც და მედია-საშუალებებიც გვაბრალებდნენ 8 მილიონი დოლარის მიღებას რუსეთიდან! დღეს ხომ ჩანს, რომ ეს 8 მილიონი დოლარი არ არსებობს - ჩვენს პარტიას ქონდა დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კონკრეტული ქართველი ბიზნესმენების მხრიდან, მაგრამ დღეს, მე რატომღაც ვერ ვისმენ ბოდიშს ან ამ ტყუილის უარყოფას! კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, ჩვენი პარტია მიყვება საკუთარ გეზს! ჩვენ უარს ვამბობთ ამ პარლამენტში შესვლაზე! პარტიის პოლიტიკური ნაწილი არ შედის პარლამენტში! მკაფიოდ ვამბობ იმასაც, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს და ჩვენ გაყალბების გზით შემდგარ პარლამენტს არ შევუერთდებით“, - განაცხადა 23 დეკემბერს ინაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი