სერგო ვარდოსანიძე: უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს. გაშინაურებული სიკვდილიანობის მიუხედავად მთელი საქართველო, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ქართველობა დამწუხრებული ეთხოვება ამაგდარ მოღვაწეს
03-01-2021, 21:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

5 იანვარს უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს. გაშინაურებული სიკვდილიანობის მიუხედავად მთელი საქართველო, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ქართველობა (ირანი, თურქეთი) დამწუხრებული ეთხოვება ამაგდარ მოღვაწეს, რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს თავისუფლების იდეის განხორციელების, ერთიანი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ცნობიერებისათვის ბრძოლას.

 


ამ გზაზე მას ჰყავდა ოპონენტებიც და მხარდამჭერებიც, საარაკო თავგადასავლები გადახდა: სამხედრო ხუნტის მიერ დევნილობა, ოჯახის აწიოკება, ფინანსური სიძნელეები, მაგრამ მას თავისი პრინციპებისა და ღირებულებებისათვის არასოდეს არ უღალატია (ის უზენაესი საბჭოს დეპუტატების იმ მცირერიცხოვანთა რიგებში იყო, რომელმაც უარი თქვა სოლიდურ სადეპუტატო პენსიაზე, სანამ სამართლებრივად არ შეფასდებოდა 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალება).

 

 

პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის, როგორც ენათმეცნიერის გზა დაიწყო არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, სადაც წარმატებით დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, დევნილობის ჟამს კი შეიფარა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტმა (რექტორი პროფესორი მაგალი თოდუა). ასევე დიდი იყო მაშინდელი გუბერნატორის, ბატონ თემურ შაშიაშვილის მხარდაჭერა.

 

 

აქ მან შექმნა დიალექტოლოგიური სამეცნიერო ცენტრი, ქართველოლოგიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, დააფრთიანა არაერთი ნიჭიერი პერსპექტიული ახალგაზრდა, 2010 წლიდან კი მუშაობას შეუდგა უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ დაფუძნებულ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სადაც ჩვეული ენთუზიაზმით საფუძველი ჩაუყარა ქარველოლოგიის მიმართულებას, მოამზადა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენცია, გამოიცა სამეცნიერო კრებულები, ჟურნალები და მეცნიერული მონოგრაფიები, 30-მდე ახალგაზრდამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია...

 


ბატონი ტარიელი იყო საოცარად ყურადღებიანი კოლეგებთან და სტუდენტებთან, ასევე პრინციპული და სიმართლის მხარდამჭერი. მისი ამ ქვეყნიდან გასვლა დააკლდება ქართულ უნივერსიტეტს, მის კოლეგებს, სტუდენტებს, დოქტორანტებს, დააკლდება სრულიად საქართველოს, მაგრამ საქმე, რომელსაც იგი თავდავიწყებით ემსახურებოდა გაგრძელდება კოლეგების და მოწაფეების მეშვეობით.

 


გულისტკივილით, ცრემლით და სინანულით გაცილებთ ბატონო ტარიელ, მსუბუქი იყოს თვენთვის მშობლიური ქართული მიწა.

 


სერგო ვარდოსანიძე,

 

პროფესორი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი