(GUARDIAN.GE) - მამა მიქაელ ბოტკოველმა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებაში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაძაბული მდგომარეობის განმუხტვაში უდიდესი როლი მიუძღვის და სწორედ პატრიარქის სიბრძნისა და დიპლომატიის წყალობით მოხერხდა ნიქოზში შესვლა და შინდისის გმირების გადმოსვენება.
მიქაელ ბოტკოველმა უწმინდესის გენერალ ბორისოვთან გორში შეხვედრა გაიხსენა და თქვა, რომ პატრიარქმა მას ნიქოზში შესვლა სთხოვა, რაზეც რუსი გენერლისგან თანხმობა მიიღო. ნიქოზში კი, მიქაელ ბოტკოველის თქმით, ილია მეორემ ბორისოვს თანხა აჩუქა და სთხოვა, რომ დაჭრილებისთვის მიეხედათ.
„როდესაც ჩავედით ჩვენ გორში, გორის შესასვლელში დაგვხვდა გენერალი ბორისოვი, რომელიც იყო ამ საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელი და ქალაქში გაგვატარა, რამდენიმე ქუჩა დაგვათვალიერებინა, თქვა, რომ აი, ჩვენ არაფერი არ დაგვინგრევიაო, მხოლოდ შეიარაღებულ სამხედრო ბაზებზე მივიტანეთო იერიშებიო, სინამდვილეში ასე არ იყო, ჩვენ ვიცით ეს ყველამ კარგად. მივედით გორის საკათედრო ტაძარში, ჯერ პარაკლისი გადაიხადა მისმა უწმინდესობამ და შემდეგ შევედით იქ რეზიდენციის შენობაში და იქ მაგიდის თავში ზის მისი უწმინდესობა, ბორისოვი ზის მაგიდასთან და უწმინდესმა დასვა ასეთი კითხვა, რომ შეიძლებაო, რომ ნიქოზშიც ჩავიდეთო? და რადგანაც მე დამავალა უწმინდესმა ამ ვიზიტის ორგანიზება, ჩასვლის ორგანიზება, მე ასე, ცოტა თავხედურად, უკნიდან მივუდექი პატრიარქის სკამს და ჩუმად ვუთხარი, რომ მას არ გაეგო, იქნებ ახლა არ ღირდეს-მეთქი, საფრთხე იყოს და, ნუ გეშინიაო, მითხრა.
„სხვათაშორის, ბორისოვმა გააკეთა საკმაოდ გრძელი პაუზა, თვითონაც ვერ ჩამოყალიბებულიყო, უნდა წავსულიყავით თუ არა და აღმოჩნდა, რომ დათანხმდა შემდეგ და თქვა, რომ კი, შესაძლებელიაო იქ ჩასვლა და გავემგზავრეთ გორიდან ნიქოზში. საშინელი გზა, წარმოიდგინეთ, იქ ქართველი გავლილი არ იყო ჯერ, ეზოს ჭიშკრის კარი არავის არ ჰქონდა გაღებული და მახსოვს ეს სოფლები, ვარინაი, შინდისი რომ გავიარეთ, ხალხი ოდნავ აღებდა ჭიშკარს და იჭყიტებოდნენ, სამღვდელოებაა ჩამოსულიო. მივედით ცხინვალში. ახლაც მახსოვს მეუფე ისაიას გაბრწყინებული და გაოცებული სახე, როგორ მოვახერხეთ იქ ჩასვლა. იქაც პარაკლისი გადავიხადეთ და შევედით შემდეგ რეზიდენციაში და მახსოვს ეს კარგად. ეს არასდროს არ მითქვამს, არც ერთ ეთერში, მინდა, რომ თქვენს ეთერში ვთქვა და ეს უნდა იცოდეს ხალხმა. მაშინ ალბათ, ხელისუფლებას რომ გაეგო ეს, მაშინდელ ხელისუფლებას, ალბათ კაი დღე არ დაგვადგებოდა, კრიტიკა აღარ აგვცდებოდა ნამდვილად და შეხვედრის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ ცალკე ოთახში გაიყვანა ბორისოვი და მეუფე ისაია და ორივეს აჩუქა თანხა და რა უთხრა იცით? დაჭრილებს მიხედეთო. აი, ეს იყო საოცრება პირდაპირ: დაჭრილებს მიხედეთო და წამოვედით იქიდან და არ ვიცი ამის ფონზე იყო თუ, არ იყო დაგეგმილი, შევედით შინდისში, იქ სადაც ჩვენი გარდაცვლილი გმირები იწვნენ, 4 დღე სიცხეში, და მახსოვს ჩვენი მამების... იქ ზეწრები ვიშოვეთ მეზობლებისგან და ამ ზეწრებში შევახვიეთ ეს გმირები, უკვე გახრწნის პროცესი იყო დაწყებული ამ სიცხეში და... ემოციების გარეშე ვერ ვყვები ამ ამბებს, იმდენად მტკივნეული იყო ეს ყველაფერი... ლაფეტი გვყავდა წაყვანილი, ამაზე დავაწყვეთ მიცვალებულები და გამოვასვენეთ იქიდან და დავბრუნდით თბილისში. რომ ჩავიარეთ, გორში იდგა ეს რეჟიმის შეიარაღებული ძალები და რომ ჩამოვიარეთ უკვე იგოეთში იყვნენ და იმის შემდეგ იგოეთს აქეთ აღარ წამოსულან. დასკვნები თქვენ გააკეთეთ“, განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.