„გარდიანი“ 2021 წელს მოგზაურობისთვის იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც გამოცემის მკითხველებმა რეკომენდაციების სახით გააზიარეს. ამ ჩამონათვალში საქართველოც, კერძოდ კი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი მოხვდა, რომლის შესახებაც ჟურნალისტი ფრანკა ჰუმმელსი წერს:
„მთებით დატვირთული საქართველო – კვლავ მინდა, განცვიფრდე ყაზბეგის რეგიონით საქართველოში. მინდა, დავიღალო შესანიშნავი ლაშქრობებით – სადაც სულიერსაც ვერ შევხვდები. მომდევნო დღეს კი, ვერანდაზე წიგნით ხელში გავატარებ, რომელიც ჩემს ყურადღებას ნაკლებად მიიპყრობს, რადგან წინ მთების ხედი სუნთქვას შემიკრავს. ამ ვერანდას, მხოლოდ იმის გამო დავტოვებ, რომ შესანიშნავი ქართული ვეგეტარიანული საკვები დავაგემოვნო, იმავე ხედით. ვერანდა, რომელიც დავტოვე და სადაც დაბრუნება მსურს, სასტუმრო „რუმსშია“, სადაც ორადგილიანი ნომერი 100 აშშ დოლარი ღირს, ქართული სტანდარტებით, თუმცა ამად ღირს, რადგან ის მთის კალთებს გაჰყურებს“, – წერია ჰუმმელსის შეფასებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.