იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჯუზეპე კონტე საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.
როგორც მისალოც წერილში ჯუზეპე კონტე აღნიშნავს, იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პლურალიზმის გაძლიერებას.
„მსურს, პირადად ჩემი და იტალიელი ხალხის სახელით გულითადად მოგილოცოთ საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელმეორედ დანიშვნა. იტალია მტკიცედ უჭერს მხარს თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პლურალიზმის გაძლიერებას ევროინტეგრაციის პროცესისკენ მიმართული ქმედითი სტანდარტების განმტკიცებისა და სტრუქტურული რეფორმების მეშვეობით. იტალია ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას. გისურვებთ წარმატებებს თქვენი უფლებამოსილების შესრულებისას და გილოცავთ შობა-ახალ წელს“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.