დავით ზალკალიანმა ინდოელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
04-01-2021, 19:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

4 იანვარს,საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ინდოელ კოლეგასთან, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან.


 
საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკას, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, ინვესტიციების, კულტურის და განათლების სფეროებში. ასევე ყურადღება გამახვილდა მრავალმხრივ ფორმატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე.


 
საუბრისას მინისტრებმა ასევე განიხილეს Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა როგორც საქართველოში,ისე ინდოეთში. ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პანდემიასთან ბრძოლის გზაზე. აღინიშნა არსებულ ვითარებაში სახელმწიფოებს შორის კოორდინაციის და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო ასევე ვაქცინაციის პროცესის დაწყებას და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს.



მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

 

 

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი