გიორგი კვირიკაშვილი: ჰააგის პროცესის განახლება არის შესაძლებლობა, რომ საქართველომ წარადგინოს მასშტაბური გამოძიების შედეგები
15-10-2015, 05:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჰააგის სასამართლოსგან საქართველოს ოკუპირებულობის თემის კიდევ უფრო გამყარებას ელოდება. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


"ჰააგის პროცესის განახლება არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საქართველომ წარადგინოს იმ მართლაც უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოძიების შედეგები, რომელიც ჩვენ უკვე ჩავატარეთ. მაგრამ სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ჩვენ ოკუპირებულ რეგიონებში არ მიგვიწვდება ხელი ინფორმაციაზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


მისივე თქმით, ჰააგის სასამართლო ალბათ კიდევ უფრო გაამყარებს იმას, რომ საქართველო ოკუპირებულია, მოხდა ეთნიკური წმენდა, რის შედეგადაც 400 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირია დღეს საქართველოში.


"2008 წლის შემდეგ ძალიან დიდი რაოდენობა დაემატა ამ სამწუხარო რიცხვს, რეალურობა ამ სიტუაციაში არის ერთმნიშვნელოვანი და ეს არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიების ანექსირება მოხდა და რუსეთმა ამ შედეგით ისარგებლა და გაზარდა თავისი სამხედრო წარმომადგენლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად გამჭვირვალე და ვითანამშრომლებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი