საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სოსო გიორგაძე დაინიშნა. მინისტრის მოადგილის თანამდებობას სოსო გიორგაძე 1-ლი ოქტომბრიდან იკავებდა. 24 დეკემბერს, იუსტიციის მინისტრად გოჩა ლორთქიფანიძის დანიშვნის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, მას უფლებამოსილება შეუწყდა და იმავე თანამდებობაზე ხელახლა დაინიშნა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, შემდგომ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს; 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის 1-ლ ოქტომბრამდე იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, 1-ლი ოქტომბრიდან კი, იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
სოსო გიორგაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში კურიერებას გაუწევს საჯარო სერვისების მიმართულებას.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.