საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი საქართველოს კონსტიტუცია გამოსცა
04-01-2021, 20:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი საქართველოს კონსტიტუცია გამოსცა, რომელიც საჩუქრად საქართველოს უსინათლოთა კავშირს გადაეცემა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

„4 იანვარს ბრაილის შრიფტის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში, სიმონ პეტრიდისმა საქართველოს უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელ პირებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ონლაინშეხვედრა გამართა.

 

 

„ბრაილის შრიფტით საქართველოს კონსტიტუციის გამოცემა იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მათ საჭიროებებზე ზრუნვასთან დაკავშირებით ატარებს. დღეს ჩვენთვის სასიამოვნო იყო ის ფაქტიც, რომ უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელებთან ერთად გავიარეთ ყველა ის პრობლემური საკითხი, რაც მათ აწუხებთ და დავსახეთ შესაბამისი აქტივობები“, – განაცხადა სიმონ პეტრიდისმა.

 

 

იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაცია აქტიურადაა ჩართული შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში, მსგავსი თემატური განხილვები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მთელი წლის განმავლობაში გაიმართება“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი