პარლამენტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ დადგენილების პროექტი დაამტკიცა
05-01-2021, 20:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ დადნეგნილების პროექტი 80 ხმით დაამტკიცა.

 

 

„ახალ წლამდე დავამტკიცეთ დელეგაციები 12 საპარლანენტო ასამბლეაში და შესაბამისად, დღეს წარმოგიდგენთ უკვე შემადგენლობებს ამ ასამბლეაში. ეს არის ძალიან დაბალანსებული შემადგენლობა. უმრავლესობის 90 წევრიდან 45 წევრი არის გადანაწილებული 12 საპარლამენტო ასამბლეაში და ასევე, დღეს შემოვიდა ოპოზიციის წარმომადგენლებისგან მოთხოვნა. ძალიან ძლიერი საგარეო გუნდი ჩამოყალიბდა. ამ შემთხვევაში, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს, ვგულისხმობ ყველა იმ პროფესიის ადამიანს, რომელსაც აქვს საგარეო კავშირები და აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს საპარლამენტო დელეგაციები ძალიან ბევრ სიკეთეს და სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა შემდეგია:

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ძირითადი შემადგენლობა: კახა კუჭავა (დელეგაციის ხელმძღვანელი), ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვლივიშვილი, ფრიდონ ინჯია.

სათადარიგო შემადგენლობა: ირაკლი ჩიქოვანი, გივი მიქანაძე, თამარ ტალიაშვილი.

ეუთო საპარლამებტო ასამბლეა

ძირითადი შემადგენლობა: ნიკოლოზ სამხარაძე (დელეგაციის ხელმძღვანელი), მაკა ბოჭორიშვილი, გელა მიქაძე.

სათადარიგო შემადგენლობა: კახაკუჭავა, ირაკლი კობახიძე.

ევროკავშირსაქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი

ძირითადი შემადგენლობა: მაკა ბოჭორიშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი), მარიამ ქვლივიშვილი, დავით სონღულაშვილი, ლევან ქარუმიძე, ანა ბუჩუკური, ეკა სეფაშვილი, დავით ზილფიმიანი.

სათადარიგო შემადგენლობა: მიხეილ დაუშვილი, გიორგი ამილახვარი, შალვა პაპუაშვილი.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა

ძირითადი შემადგენლობა: მაკა ბოჭორიშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი), მარიამ ქვლივიშვილი, ლევან ქარუმიძე, შალვა პაპუაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გიორგი ხოჯევანიშვილი.

სათადარიგო შემადგენლობა: მაია ბითაძე, ნიკოლოზი სამხარაძე, კახაბერ კუჭავა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა

ძირითადი შემადგენლობა: ირაკლი ბერაია  (დელეგაციის ხელმძღვანელი), ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი ხელაშვილი.

სათადარიგო შემადგენლობა: ვლადიმერ ჩაჩიბაია, ბექა ოდიშარია, ფრიდონ ინჯია

საპარლამენტთაშორისო კავშირი

ძირითადი შემადგენლობა: თალაკვაძე არჩილი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ვოლსკი გიორგი, სამხარაძე ნიკოლოზი.

სათადარიგო შემადგენლობა: მდინარაძე მამუკა, ლაშხი მარიამი, წილოსანი ხატია, ენუქიძე ავთანდილი.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა

ძირითადი შემადგენლობა: სერგეენკო დავითი (დელეგაციის ხელმძღვანელი), კოვზანაძე ირაკლი, წილოსანი ნინო.

სათადარიგო შემადგენლობა: სუბარი სოზარ, მეზურნიშვილი ირაკლი, ლილუაშვილი ბექა.

დემოკრატიის და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის „სუამის“ საპარლამენტო ასამბლეა

ძირითადი შემადგენლობა: ხელაშვილი გიორგი (დელეგაციის ხელმძღვანელი), კახიშვილი კახა, მათიკაშვილი დავითი.

სათადარიგო შემადგენლობა: ლევან მგალობლიშვილი, კუჭავა კახაბერ, ზარქუა ირაკლი.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა

ძირითადი შემადგენლობა: ხუნდაძე დიმიტრი (დელეგაციის ხელმძღვანელი).

სათადარიგო შემადგენლობა: ქადაგიშვილი ირაკლი, ლომინაძე ზაზა.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა

ძირითადი შემადგენლობა: სონღულაშვილი დავითი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ობოლაშვილი ანტონი.

სათადარიგო შემადგენლობა: ბოლქვაძე ელისო, კაჭარავა დავითი.

საქართველოს პარლამენტისმოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა

თალაკვაძე არჩილი (დელეგაციის ხელმძღვანელი), სამხარაძე ნიკოლოზ (დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე), კობახიძე ირაკლი, კუჭავა კახაბერი, დასენი ისკო, მიქანაძე გივი.

საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეა

ვოლსკი გიორგი (დელეგაციის ხელმძღვანელი), კობახიძე ირაკლი (დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე), კუჭავა კახაბერ, ბოჭორიშვილი მაკა, ენუქიძე გოჩა, ლაშხი მარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი