სოჭის ოლიმპიადაზე დღეს საქართველოს სახელით პირველი სპორტსმენი ნინო წიკლაური გამოვა. შეჯიბრი გიგანტურ სლალომში უკვე დაიწყო. ნინო წიკლაური 67-ე ნომრად იასპარეზებს.
გიგიანტურ სლალომში სულ 90 ოლიმპიელი მონაწილეობს.
ხვალ კი, საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებზე მოციგურავე ელენე გედევანიშვილი გამოვა. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გედევანიშვილი ოლიმპიადაზე 19 და 20 თებერვალს გამოვა, 19 თებერვალს ქალთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრში მოკლე პროგრამა გაიმართება, 20 თებერვალს კი, თავისუფალი პროგრამა ჩატარდება და შესაბამისად მედლები გათამაშდება.
სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე სულ 4 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს - მოთხულამურეები ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი.
სოჭის ზამთრის ოლიმპიადა 7 თებერვალს დაიწყო და 23 თებერვალს დაიხურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.