თამარ ტალიაშვილი: „ახალგაზრდების თვითრეალიზაცია და პოტენციალის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და საჭიროა ამ საკითხების პრიორიტეტიზაცია“
05-01-2021, 20:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, ვიდეოშეხვედრა გაიმართა გაეროს, ევროკავშირისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლებთან. შეხვედრისას იმსჯელეს საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებებზე ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების ჭრილში და ამ საკითხებზე შემდგომი მუშაობისა და თანამშრომლობის გეგმებზე.

 

 

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა იმ განსაკუთრებულ საჭიროებებზე, რომლის წინაშეც კოვიდ პანდემიის დროს დადგნენ ახალგაზრდები. შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები გააღრმავა პანდემიამ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ახალგაზრდებისთვის დასაქმების, მეწარმეობის, შრომითი და საერთოდ, ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები შემცირებულია მსოფლიოს მასშტაბით. სახეზეა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მზაობა მხარი დაგვიჭირონ ამ პრობლემებთან დაკავშირებით მუშაობის პროცესში. ახალგაზრდების თვითრეალიზაცია და პოტენციალის განვითარება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და საჭიროა ამ საკითხების პრიორიტეტიზაცია“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. მისი ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2021 წელს თემატური მოკვლევის ჩატარება დაგეგმა, რომლის საბოლოო მიზანი ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება იქნება.

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია მიიღო, რომელმაც ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები განსაზღვრა.

 

 

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უმთავრესი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) კი ხელს უწყობს დემოკრატიულ პროცესებს, უშუალოდ მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა პარლამენტებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საჯარო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებებთან სისტემების გამართულობისა და გამჭირვალობისათვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი