ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალს და სამშობლოს და მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა“, - ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამადლობელ წერილში.
„მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, როგორც ინტრონიზაციის, ისე დაბადების დღის მოლოცვისთვის. რა თქმა უნდა, მაცხოვარი იქნება პირუთვნელი მსაჯული იმისა, რა და როგორ გაკეთდა, მაგრამ ერთი კია - ძალისამებრ ჩემისა, ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალს და სამშობლოს და მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა. უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა გიწინამძღვროთ ყოველ კეთილ საქმეში“, - აღნიშნულია სამადლობელ წერილში.
4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს 88 წელი შეუსრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.