კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 735 თბილისში, 331 იმერეთში, 151 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
06-01-2021, 11:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 735 თბილისში, 331 იმერეთში, 151 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა , – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

 

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 6 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

 

 

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 253 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 586 „პისიარ“ ტესტით.

 

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 233 879-ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 223 276-მდე.

 

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა-119, იმერეთი-331, ქვემო ქართლი-128, შიდა ქართლი-103, გურია-43, სამეგრელო – ზემო სვანეთი-151, კახეთი-116, მცხეთა-მთიანეთი-22, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-17“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

 

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 911, მათგან 3 901 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 921, აჭარაში-359, იმერეთში-731.

 

 

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 863 პირი, მათ შორის, თბილისში-364, აჭარაში-92, იმერეთში-213. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი, მათგან თბილისში-171, აჭარაში-18, იმერეთში-34. 765 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 211-თბილისში, 455-აჭარაში, 26-იმერეთში. 3 245 პირი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

 

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 484 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-154, აჭარაში-45, ხოლო იმერეთში-64. სულ 6 ოქტომბრიდან – 5 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია-21 235 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 279 ადამიანი, მათ შორის თბილისში-14 703 პირი, აჭარაში-1 958, იმერეთში-2 497”,- აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი