თავდაცვის მინისტრი თავსი ავადმყოფობის შესახე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. “მართალია ვერ ვლაპარაკობ ჯერ სათანადოდ, ძალიან ცოტას ვახერხებ და დაბალ ხმაზე, მაგრამ წესით მომავალ კვირას უკვე ავმეტყველდები კიდეც”.
“ვიფიქრე დამეწერა თუ არა, მაგრამ ისეთი წერილები მომდის inbox-ში, თან ძირითადად უცნობი ადამიანებისგან თავი ცოცხალი აღარ მგონია.
ამიტომ ალბათ მაინც ჯობს დავწერო, სანამ მოყვარეს მოუწყენია და მტერს უსაგნო ლხინი გაუმართავს. ეს ჩლუნგი ჩიტი კიდევ ზოგიერთებს რომ ყავთ ათას სისულელეს წერს უკვე საჯაროდ.
ყველას დიდი მადლობა.
კარგად ვარ, სახლში ვარ უკვე, დღეს სამინისტროშიც კი ვიყავი რამდენიმე საათი.
მართალია ვერ ვლაპარაკობ ჯერ სათანადოდ, ძალიან ცოტას ვახერხებ და დაბალ ხმაზე, მაგრამ წესით მომავალ კვირას უკვე ავმეტყველდები კიდეც.
ჭორები ჩემი გზიდან ჩამოცილების, ბრძოლის ველზე დაცემის, ავად გახდა და თავს დაგვანებებს და მსგავსი ამბების შესახებ გადამეტებულია. როგორც წესი ავს და აუგს ვამარცხებ, ესეც დავამარცხე. ვიცი გაგიხარდებათ უმრავლესობას ნამდვილად.
ყველანი მიყვარხართ და დიდი მადლობა წერილებისთვის, ფეისბუქური გულების, ყვავილების და კოცნებისათვის.
როგორც ჩემი ექიმი ხუმრობს, დაგიბრუნდებით მომავალ კვირას – მარია კალასის ხმით”, -წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.