საქართველოში სეზონურ გრიპზე 211 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე.
იმნაძემ განსაკუთრებით მოუწოდა ორსულებს, სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაიტარონ.
„მარაგშია კიდევ 23 ათასზე მეტი ვაქცინაა მათთვის, ვინც მაღალი რისკის მქონეა და ახლა გადაწყვეტენ ვაქცინაციას. სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება. უნდა ითქვას, რომ ისევე როგორც ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, გრიპი აქტიური არ არის, თუმცა ზოგან არის. მეტწილად თითო-ოროლა, სპორადული შემთხვევაა. რა თქმა უნდა, ევროპის უმრავლეს ქვეყანაში ლოკდაუნი მოქმედებს და ეს მოქმედებს. ყველა პირბადით დადის, დისტანციას იცავს. სწორედ ასეთივეა გრიპისგან თავდაცვაც. თუმცა, ორსულებს ვაქცინაციის ჩატარებისკენ დღესაც მოვუწოდებ, რადგან მათთვის გრიპი უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.