საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, სომხური ეკლესიის მრევლს შობას და ნათლისღებას ულოცავს.
პრემიერი დღესასწაულს განსაკუთრებით ულოცავს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს და აღნიშნავს, რომ მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი სახელმწიფოს აღმშენებლობაში.
„შობასა და ნათლისღებას ვულოცავ სომხური ეკლესიის მრევლს.
განსაკუთრებით ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი სახელმწიფოს აღმშენებლობაში.
გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - აცხადებს გიორგი გახარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.