შალვა ნათელაშვილი: ასე აჯილდოებდა პარიზი 90-იან წლებში ცენტრალური აფრიკის დიქტატორ ბოკასას, რომელიც ასევე მათი მოქალაქე იყო და შემდგომში კაციჭამია გამოდგა
06-01-2021, 20:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სწორედ ასე აჯილდოვებდა პარიზი 90-იან წლებში ცენტრალური აფრიკის დიქტატორ იმპერატორ ბოკასას, რომელიც ასევე მათი მოქალაქე იყო და რომელიც შემდგომში კაციჭამია გამოდგა, – წერს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

შალვა ნათელაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ, ბიძინა ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას ეხმაურება.

 

 

„ესაა ქართველი ხალხის ფეხზე დაკიდება. ამაშიც ჩვენგან მოპარული მილიონებია გადახდილი. ეტყობა საფრანგეთის პრეზიდენტს ცუდი მრჩევლები ყავს. თუმცა მთლად საკვირველიც არაა, სწორედ ასე აჯილდოვებდა პარიზი 90-იან წლებში ცენტრალური აფრიკის დიქტატორ იმპერატორ ბოკასას, რომელიც ასევე მათი მოქალაქე იყო და რომელიც შემდგომში კაციჭამია გამოდგა პირდაპირი გაგებით. სანამ ასეთ ჩვენი ერისთვის შეურაცხმყოფელ და ტირანის გადასარჩენ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბატონ მაკრონს ერჩივნა ეკითხა პუტინისათვის, თუ რატომ არ სრულდება 2008 წლის ხელშეკრულება, დადებული საფრანგეთის შუამავლობით, საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით, რომლის შესრულებაზეც სწორედ პარიზია პასუხისმგებელი“, – წერს შალვა ნათელაშვილი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი