საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული პატივია არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვისაც ენიჭება, არამედ იმ ქვეყნისთვის, ვისაც ის წარმოადგენს.
„საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული პატივია არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვისაც ენიჭება, არამედ იმ ქვეყნისთვის ვისაც ის წარმოადგენს. ყველა ჯილდოზე მეტი კი, საკუთარი სამშობლოსთვის გაკეთებული საქმეა. ამ საერთაშორისო აღიარებას ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ მინისტრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.