მაცხოვრის შობა რწმენას, ხსნას და უკეთესი მომავლის იმედს უკავშირდება, ამიტომ მინდა, მთელ საქართველოს ვუსურვო დღეს არსებული გამოწვევების სწრაფად დაძლევა, უკეთესი ხვალინდელი დღე, წინსვლა და გამთლიანება, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, საშობაო მილოცვაში.
პრემიერმა სრულიად საქართველოს ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
„გილოცავთ ქრისტეშობას!მაცხოვრის შობა რწმენას, ხსნას და უკეთესი მომავლის იმედს უკავშირდება, ამიტომ მინდა მთელ საქართველოს ვუსურვო დღეს არსებული გამოწვევების სწრაფად დაძლევა, უკეთესი ხვალინდელი დღე, წინსვლა და გამთლიანება.
სიყვარული, სიკეთე და ერთმანეთზე ზრუნვა კი, ჩვენი უმთავრესი ძალაა გამარჯვებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას“, – აღნიშნავს პრემიერ მინისტრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.