ხელისუფლების მშვიდი, ორგანიზებული და შეუფერხებელი გადაბარების უზრუნველყოფაზეა ფოკუსირებული, - აცხადებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ვიდეო 12-საათიანი შეზღუდვის გაუქმების შემდეგ განთავსდა.
ტრამპმა აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმას „საძაგელი“ უწოდა.
„ამერიკა არის და ყოველთვის იქნება კანონისა და სამართლის ქვეყანა. მივმართავ მათ, ვინც მონაწილეობდა, თქვენ არ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას და მივმართავ მათ, ვინც დაარღვია კანონი – თქვენ გადაიხდით. ჩვენ ახლახანს გავიარეთ დაძაბული არჩევნები და ემოციები მძაფრია. თუმცა ახლა დროა, რომ ტემპერატურამ დაიწიოს და სიმშვიდე აღდგეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ახლა კონგრესმა დაამტკიცა შედეგები და ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია შედგება 20 იანვარს. მე ფოკუსირებული ვარ ახლა ხელისუფლების მშვიდი, ორგანიზებული და შეუფერხებელი გადაბარების უზრუნველყოფაზე. ეს მომენტი საჭიროებს განკურნებასა და შერიგებას“, – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.