ქართული მხრიდან დახმარებას არ განვიხილავთ, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბრისას.
მისი თქმით, ხანძრის შედეგად წარმოქმნილ მდგომარეობას თავად უმკლავდებიან.
„იყო შემთხვევები, როცა რუსული ვერტმფრენები მთიან რეგიონში ხანძრის ჩაქრობაში დაგვეხმარნენ. ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ უფრო რუსულ მხარეს მივმართავთ“, – აცხადებს სერგეი შამბა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა გაგრაში შექმნილ ვითარებაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ადგილზე ყველანაირი ზომები მიღებულია და ხანძრის ახალი კერები ძირითადად მთიან ნაწილში ჩნდება.
„არსებობს გარანტია, რომ მოსახლეობა და მათი საცხოვრებელი ადგილები არ დაზარალდება. ჩვენი საგანგებო სიტუაციების სამინისტრო სიტუაციას აკონტროლებს და დარწმუნებული არიან, რომ იქ არანაირი პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა სერგეი შამბამ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ინტენსიურ კავშირშია და სთავაზობს დახმარებას ხანძრების საწინააღმდეგო სამუშაოებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.