საპატიმროში კორონავირუსი დღემდე რომ არ იყო დაფიქსირებული, ეს სწორედ იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული ეფექტიანი მართვის შედეგია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა „ქრონიკაში“.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ყველა ინფიცირებული პატიმარი სამოქალაქო საავადმყოფოებშია გადაყვანილი და ისინი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
„ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს იმ პატიმრების იზოლაცია, რომლებიც ინფიცირებულები არიან, რაც უკვე მოხდა. ასევე მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება, რათა საპატიმროებში ვირუსის შემთხვევები არ გავრცელდეს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.