გარკვეული ბიზნესების გახსნის წინაპირობა შეიძლება მათი თანამშრომლების ტესტირება იყოს, – განუცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხს.
„მნიშვნელოვნად მოიკლო შემთხვევებმა. გატესტილი ადამიანებიდან 13 პროცენტამდე ჩამოვიდა დადებითი შემთხვევები. კიდევ უფრო უნდა ჩამოვიდეს შემთხვევების რაოდენობა, რომ უფრო ადვილი იყოს გახსნა. მნიშვნელოვანია ეს გაფართოებული ტესტირება, რომ რაც შეიძლება მეტი მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარე ფორმები გამოვლინდეს, რათა რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევიდან დაიწყოს გახსნა. სასულიერო პირები, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები იტესტებიან. 2 000-მდე ადამიანია გატესტილი. ასევე ბაზარში მოვაჭრეები და ტაქსის მძღოლები იტესტებიან. ანუ მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვიცვათ ყველა ის ჯგუფი, რომელსაც შეხება აქვს ადამიანებთან. რაც შეეხება ბიზნესებს, ამაზეც მიდის მუშაობა, რომ გარკვეული ბიზნესების გახსნის და მუშაობის წინაპირობა შეიძლება სწორედ თანამშრომლების ტესტირება იყოს. ეს შეიძლება პარალელურადაც მოხდეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.