დიმიტრი ქუმსიშვილი: ანაკლიის პორტის უკან 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გაკეთდება
16-10-2015, 02:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ანაკლიის პორტის უკან 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გაკეთდება, რომელიც ასევე შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ფორუმის შედეგად ბევრი პროექტი დარჩება საქართველოს. მისივე თქმით, ხელი მოეწერება ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ტყიბულში უნდა განხორციელდეს და ეს არის 100 მილიონზე მეტი საინვესტიციო ღირებულების პროექტი.


"ასევე ჩვენ ვილაპარაკეთ სატრანზიტო პოტენციალსა და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ტრანზიტმა უნდა მოიტანოს. ეს იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ჯამურად რამდენიმე მილიარდი ინვესტიციაა. ანაკლიის პორტის უკან, ასევე გაკეთდება 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც ასევე შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ. მას სჭირდება დახვეწა, თუმცა დღეს ეს კანონი არის, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველოში აწარმოოს პროდუქცია და შემდეგ შეიტანოს ევროპაში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი