თენგიზ ცერცვაძე: საბედნიეროდ, კორონავირუსის პიკმა გადაიარა
09-01-2021, 14:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საბედნიეროდ, კორონავირუსის პიკმა გადაიარა, –  განუცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხს.

 

 

მისი თქმით, როგორც ჩანს, ახალი წლის წინა პერიოდში მოსახლეობა უფრო მობილიზებული იყო და მეტად იცავდა რეგულაციებს.

 

 

„აქტიური ინფექციის 30 000 შემთხვევა იყო ყოველდღე. ჯანდაცვის სექტორმა სერიოზულ ზეგადატვირთვას გაუძლო. მართალია, იყო გარკვეული შეფერხებები, პრობლემები, საბედნიეროდ, პიკმა გადაიარა. ჩვენთან ახალი შემთხვევების რაოდენობა 3-ჯერ, 4-ჯერ შემცირდა. თუ იყო 5 000-მდე დღეში, ახლა სადღაც 1 000-დან 2 000-მდეა. იყო იმის მოლოდინი და შიში, წინასაახალწლოდ შეზღუდვების ერთკვირიანი მოხსნა ხომ არ გამოიწვევდა ისევ შემობრუნებას უკან, ე.წ. მესამე ტალღის დასაწყისს. ჯერჯერობით, ამ შეზღუდვების მოხსნის პერიოდიდან უკვე გავიდა 10-12 დღე და არ ფიქსირდება ასეთი ზრდა.

 

 

როგორც ჩანს, ახალი წლის წინა პერიოდში მოსახლეობა უფრო მობილიზებული იყო და უფრო მეტად იცავდა რეგულაციებს, ვიდრე მანამდე. ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენი ექიმების ამოცანაა, როდესაც მივაღწევთ, მნიშვნელოვან შემცირებას და მოიხსნება შეზღუდვები, იმ მოხსნილი შეზღუდვების პირობებში შევინარჩუნოთ ის შემცირებული რიცხვი. ამისთვის აუცილებელი იქნება, რომ დავიცვათ ის რეგულაციები, რომლის შესრულებაც ვისწავლეთ როგორც იქნა – ეს არის პირბადის აუცილებელი ტარება დახურულ და ღია სივრცეში, ეს არის სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება. არ ვიცი, შეზღუდვები როდის მოიხსნება, მაგრამ მოიხსნება, თუმცა რეგულაციები უნდა დარჩეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი