საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია.
„გუშინ ლუგარის ლაბორატორიამ ტესტირება ჩაატარა საპატრიარქოში. ეს არ არის პირველი ტესტირება. ზოგადად, სწრაფი ტესტები კეთდება ყოველ სამ დღეში ერთხელ და „პისიარ“ ტესტი პერიოდულად კეთდება, პირველი არ არის.
ინტერესი ალბათ იმიტომ არის, რომ გამოვლინდა მდივან-რეფერენტის კოვიდინფიცირება. ყველა ტესტზე პასუხი არის უარყოფითი, მათ შორის უწმინდესის და უნეტარესის პასუხიც არის უარყოფითი. ასე რომ, ყველანი ჯანმრთელად არიან, იზოლაციაში არის მხოლოდ ქალბატონი შორენა.
ზოგადად, ვინც საპატრიარქოში ცხოვრობს თუ მუშაობს, ყველას ჩაუტარდა ტესტირება“, უთხრა ჟურნალისტებს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.