საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა 18 ოქტომბერს სახელმწიფო ვიზიტად ისრაელს ეწვევიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, სადაც ორი ქვეყნის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრას გამართავს და მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებს.
ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფოს მეთაურის და პირველი ლედის პატივსაცემად ისრაელის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით ოფიციალური სადილიც გაიმართება.
ქვეყნის პირველი პირი, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. გიორგი მარგველაშვილი ისრაელში ქნესეთსაც ეწვევა, სადაც გაიმართება შეხვედრები ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინსა და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერ ჰაიმ ჰერცოგთან.
გიორგი მარგველაშვილი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ჰოლოკოსტის მუზეუმსაც დაათვალიერებს და ყვავილების გვირგვინით შეამკობს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს. ასევე ქვეყნის პირველი პირი "ისრაელის ეროვნულ ბაღში" ხის დარგვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას და პატივს მიაგებს თეოდორ ჰერცლის მემორიალს.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი ლედი ისრაელის ბავშვთა კლინიკებს მოინახულებს.
ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტი კვლევით ცენტრ IDC-ში სტუდენტებსა და მკვლევარებს სიტყვით მიმართავს.
პრეზიდენტის და ქართული დელეგაციის სახელმწიფო ვიზიტი ისრაელში 20 ოქტომბერს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.