დღეს ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პარტია, რომელმაც გაიმარჯვა, არის გაძლიერებული. ზუსტად გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ტოვებს პოლიტიკას, რაც კიდევ უფრო მაღალი სტანდარტია არა მხოლოდ პარტიული, არამედ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის განვითარების კუთხით, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში საზოგადოება გაიგებს, თუ ვინ იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე, ან რა სახის სხვა ცვლილებები იქნება პარტიის შიგნით.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ძალიან ამაყად ტოვებს პოლიტიკას. პოლიტიკური კრიზისი ჩვენს ქვეყანაში კიარა, მთელს მსოფლიოში არსებობს. არის გარკვეული პროცესები, რომლებიც ვერასდროს დასრულდება, რადგან არსებობს როგორ პოზიცია, ისე ოპოზიცია და ყოველთვის არის კონკურენციის საკითხი და ასეც უნდა არსებობდეს, თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს.
რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს, დაგეგმილია პარტიის მხრიდან ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ძალიან ახლო დღეებში თქვენ, ყველანი მიიღებთ ინფორმაციას, თუ ვინ იქნება ახალი თავმჯდომარე, ან რა სახის სხვა ცვლილებები იქნება პარტიის შიგნით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.