რამდენ კრედიტიანია თქვენი სიჩუმე - სტატუსშეჩერებული სტუდენტების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართა
11-01-2021, 16:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ორგანიზაციებმა „პროგრესის ცენტრი“ და  ანა დოლიძე - მოძრაობა „ხალხისთვის“, ორგანიზაცია „მწვანეებთან“ ერთად სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხთან დაკავშირებით დუმილის აქცია გამართეს. ახალგაზრდებმა სხვადასხვა უნივერსიტეტთან, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სტიკერები გააკრეს წარწერით „75 000“ და „რამდენ კრედიტიანია თქვენი სიჩუმე“. აქციის მონაწილეებმა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენა და სწავლის გადასახადის განახევრება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. 

 

 

„პროგრესის ცენტრის“ თავმჯდომარის, ელენე ელბაქიძის განცხადებით, ისინი აგრძელებენ ბრძოლას, რათა ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ. 

 

 

„18 დეკემბერს  პარლამენტში ჩვენ შევიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა და 22 დეკემბერს მივმართეთ 4 ძირითადი კითხვით, გავმართეთ აქცია პერფორმანსი, შევაგროვეთ 10 000 ხელმოწერა პეტიციაზე, რომელიც ეხება სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს. ამ საკითხს გამოეხმაურა ბევრი პოლიტიკური პარტია და პარტიების ახალგაზრდული ფრთები, რაც ხაზს უსვამს, რომ ეს პოლიტიკურად აქტიური პრობლემაა. სამწუხაროდ ხელისუფლება ისევ დუმს, ამიტომ დღეს ჩვენ ვმართავთ დუმილის აქციას და გავაგრძელებთ ბრძოლას“. - ამბობს ელენე ელბაქიძე. 

 

 

„პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლის, მაკა ტოხიშვილი ინფორმაციით, 3 უნივერსიტეტი უკვე წავიდა გარკვეულ დათმობებზე, რაც ცენტრის აქტივობების შედეგია. 

„ჩვენ როგორც უფლებადამცველ ორგანიზაციას ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში მოგვმართა უამრავმა სტუდენტმა სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჩვენ წარვადგინეთ ინიციატივა, საკანონმდებლო ორგანოსთვის და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებასაც იმ თვალსაზრისით, რომ სამი უნივერსიტეტი წავიდა უკვე დათმობაზე“. - აღნიშნა მაკა ტოხიშვილმა.

 

 

„მწვანეების“ წარმომადგენლის ანა აფაქიძის თქმით, ერთი თვეა რაც ამ საკითხთან დაკავშირებით პროგრესის ცენტრთან თანამშრომლობენ და იზიარებენ მათ მოთხოვნებ, რომ განახევრდეს სწავლის გადასახადი და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს აღუდგეთ სტატუსი. 

 

 

„ვინაიდან ჩვენს ორგანიზაციაში ბევრი სტუდენტია და საკუთარ თავზე გამოვცადეთ ეს პრობლემა, გადავწყვიტეთ, რომ ჩავრთულიყავით ამ ბრძოლაში. პანდემიის ფონზე უამრავმა სტუდენტმა დაკარგა სამსახური და ვეღარ ახერხებენ სწავლის გადასახადის დაფარვას, რაც მათი პირადი პასუხისმგებლობა არ არის. ონლაინ სწავლებიდან გამომდინარე  უნივერსიტეტს უამრავი რესურსი და ხარჯი შეუმცირდა, და შესაბამისად საჭიროა, რომ სწავლის საფასურიც განახევრდეს“ - აცხადებს ანა აფაქიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი