დავით უსუფაშვილი: პრეზიდენტი პასუხისმგებელი არ არის იმ კითხვებზე რაც შეიძლება მთავრობის მიმართ იყოს
18-02-2014, 11:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შინაარსი და ღონისძიების ფორმატი განსხვავებული იქნება. ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა გუშინ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საორგანიზაციო საკითხები დააზუსტეს.

 

 

"კონსტიტუციურმა მოდელმა, რომელიც ძალაში 2013 წლის ნოემბერში შევიდა, სხვაგვარად გადაანაწილა უფლებამოსილებები პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, ასევე პარლამენტთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განსხვავებული იქნება როგორც პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსი, ისე თავად ღონისძიების ფორმატი", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების – მთავრობის ხელმძღვანელი არ არის და, შესაბამისად, არც პასუხისმგებელია იმ კონკრეტულ წარმატებებზე თუ კითხვებზე, რაც შეიძლება მთავრობის მიმართ იყოს. "უწინ პარლამენტს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური პრეზიდენტი სტუმრობდა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ყველა მინისტრის საქმიანობაზე. მისი მოხსენება, ბუნებრივია, უნდა შეხებოდა ყველა იმ საკითხს, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლება აგვარებს. წელს საქართველოს პრეზიდენტი მობრძანდება, როგორც სახელმწიფოს მეთაური, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების – მთავრობის ხელმძღვანელი არ არის და, შესაბამისად, არც პასუხისმგებელია იმ კონკრეტულ წარმატებებზე თუ კითხვებზე, რაც შეიძლება მთავრობის მიმართ იყოს. ეს ყველას – პარლამენტსაც და პრეზიდენტსაც ახალ გარემოებაში გვაყენებს", – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით 21 თებერვალს წარდგება.

 

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=10694 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი