"ნებისმიერი დანაშაული, რომელიც შესაძლოა, ჩადენილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენი სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოხვდება"
16-10-2015, 03:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დანაშაული, რომელიც შესაძლოა, ჩადენილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენი სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოხვდება, - ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ  რა გზით აპირებს ჰააგა რუსეთთან თანამშრომლობას, რომელიც რომის სტატუტის წევრი არ არის.


ფატუ ბენსუდამ ხაზი გაუსვა, რომ სამაგიეროდ რომის სტატუტის წევრი საქართველოა და მნიშვნელობა არ აქვს, რა ეროვნების იქნება პირი, თუკი მას დანაშაული აქვს ჩადენილი.


"ჩვენ პატივს ვცემთ რომის სტატუტს. საქართველო რომის სტატუტის წევრია, ამიტომ ნებისმიერი დანაშაული, რომელიც შესაძლოა, ჩადენილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენი სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოხვდება. მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა ეროვნების იქნება ეს პირი", - განაცხადა პროკურორმა.


რაც შეეხება იმას, თუ რას აპირებს გამოძიების ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ჰააგის პროკურორი დარწმუნებულია, რომ "რაიმე გზა გამოინახება".


"ნებართვის მიღების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ რაიმე გზას გამოვნახავთ", - აღნიშნა ფატუ ბენსუდამ.


ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ გამოძიების დასაწყებად ჯერ 3 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიისგან შესაბამისი ნებართვა უნდა მიიღოს.


"გამოძიებას დასაწყებად უნდა მივიღო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეთა ნებართვა. 3-კაციანი კოლეგია სასამართლოს თავმჯდომარემ, სწორედ ჩემი განაცხადის შესწავლის მიზნით დანიშნა. ისინი გადაწყვეტენ, მომცენ თუ არა გამოძიების დაწყების ნებართვა", - აღნიშნა ჰააგის პროკურორმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი