2012 წელს ყველა მოქალაქისთვის სანატრელი იყო თავისუფლება, ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა კანონი და წესრიგი, – განუცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს.
„ძირითადი მიღწევები შეიძლება, დაიყოს რამდენიმე კატეგორიად. პირველს გამოვყოფდი, რომ 2012 წელს ყველა მოქალაქისთვის სანატრელი იყო თავისუფლება. სწორედ თავისუფლება მისცა ბიძინა ივანიშვილმა ხალხს, დაამკვიდრა კანონი და წესრიგი. ეს ალბათ არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური მონაპოვარი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოღვაწეობის. ამის შემდეგ არის ადამიანის უფლებების კუთხით, ევროინტეგრაციის კუთხით სერიოზული მიღწევა, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ასე შემდეგ. ის, რომ დღეს ნებისმიერი მოქალაქე არის თავისუფალი, არის რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.