გარდაიცვალა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი
11-01-2021, 18:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელოვანი ქართველი სპორტსმენი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა. ბეჭდაუდებელი ძიუდოისტი სიცოცხლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

 


აღნიშნულის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ავრცელებს.

 

 

„დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი ოლიმპიელი იყო, რომლის გამარჯვების აღსანიშნავადაც ოლიმპიურ თამაშებზე აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ქართული დროშა.

 


ვწუხვარ, მენანება. ჩემი პირადი ტკივილიცაა დათოს წასვლა და თანავუგრძნობ ყველას, ვისაც დააკლდა დათო ხახალეიშვილი.

 


უამრავი უმაღლესი სპორტული ჯილდოს და საპატიო ტიტულის მფლობელი ქუთაისელი ფალავანის ხსოვნა მის მშობლიურ ქალაქში არასდროს ჩაქრება“, აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.

 


ვეტერანი სპორტსმენი, 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ძიუდოში დავით ხახალეიშვილი თავისი ჯანმრთელობის შესახებ Facebook-ში 2020 წლის ნოემბერში წერდა და ამბობდა, რომ „უმძიმეს ვითარებაში“ დახმარების ხელი საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გაუწოდა - „ქართუ“ სრულად დააფინანსებდა ძვირადღირებულ ოპერაციასა და მკურნალობას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი