„დღეს აბსოლუტურად შეიცვალა პოლიტიკური რეალობა, ჩვენს სხვა რეალობაში ვართ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში. მან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად ჩამოშორდა მართვით სადავეებს, სრულად გაემიჯნა გუნდს და პოლიტიკას. მისი განცხადებით, ივანიშვილის მოღვაწეობა უდიდესი ქველმოქმედებაა 90-იანი წლებიდან მოყოლებული 2011 წლამდე, როდესაც მან გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსულიყო. „ყველაზე დიდი ქველმოქმედება, ალბათ, რაც მან განახორციელა, ეს იყო მოღალატე, მკვლელი, მჩაგვრელი რეჟიმის, სისტემის დამსხვრევა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ივანიშვილმა გაათავისუფლა ხალხი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმისგან და ქვეყანაში საფუძველი ჩაუყარა რეალურ დემოკრატიას.
„ჩვენ არ გვახსენდება პრეცედენტი იმისა, რომ მმართველს, რომელსაც აქვს აბსოლუტური ძალაუფლება, საკუთარი ნებით დაეთმოს ის, მით უმეტეს, მესამედ უპრეცედენტოდ მოიგო არჩევნებში, მიიღო ლეგიტიმაცია საერთაშორისო თანამეგობრობისგან - ყველამ აღიარა, მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და ამის ფონზე, იგი ამბობს უარს და საბოლოოდ გადის პოლიტიკიდან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველი პარტიის უკვე ყოფილი ლიდერის მოღვაწეობის შეფასებისას. მისი განმარტებით, ივანიშვილმა პოლიტიკაში რეალური გარდატეხა შემოიტანა და დღევანდელი გადაწყვეტილებითაც ის ე.წ. Game Changer-ია. „ბიძინა ივანიშვილმა თამაში შეცვალა, სხვა სტანდარტი, თამასა დაგვიწესა, რისი შეცვლაც ყველასთვის - ოპოზიციასა თუ მმართველ ძალაში რთული იქნება. იმის თქმა მინდა, რომ ხალხი დიქტატურას ვერასდროს ვეღარ მიიღებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.