საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV ეთერში საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების გეგმებზე ისაუბრა. მან ყურადღება თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიან გეგმაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს თანამედროვე შეიარაღების სისტემების შესყიდვა იგეგმება.
„მიუხედავად პანდემიისა, ჯარისთვის გასული წელი იყო ძალიან წარმატებული. წელს გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური და შორს მიმავალი გეგმები, როგორიც არის თანამედროვე შეიარაღების სისტემების შესყიდვა, დრონების, არტილერიის მიმართულება და ა.შ. ამას გარდა, ჩვენ გვაქვს ათწლიანი განვითარების გეგმა, რომელიც ახლა შევიმუშავეთ. ამ მიმართულებების გაძლიერებაზე ვიწყებთ მუშაობას, ვგეგმავთ მთელი შეიარაღებული ძალების სისტემების სრულ მოდერნიზებას ნატოს სტანდარტებით”, - განაცხადა მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემის დასასრულს აღნიშნა, რომ ქვეყანაში იქნება კიდევ უფრო მეტი წინსვლა, პროგრესი და განვითარება: „დღეს ქვეყანას ჰყავს პრემიერ მინისტრი ეფექტიანი მთავრობით, პარლამენტი, ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერები, უკვე ახალი პარტიის თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არავითარი საფრთხე არ გვემუქრება, პირიქით, იქნება მეტი წინსვლა, პროგრესი და განვითარება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.