ირაკლი ღარიბაშვილი: „ეს მოძალადე სისტემა, მჩაგვრელი რეჟიმი დაამსხვრია ერთმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა, ქართველ ხალხთან ერთად“
12-01-2021, 08:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა ძალასთან გვქონდა საქმე. ეს მოძალადე სისტემა, მჩაგვრელი რეჟიმი დაამსხვრია ერთმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან ერთად. რეალურად გაათავისუფლა ხალხი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმისგან და საფუძველი ჩაუყარა დემოკრატიას ქვეყანაში. ვთქვათ ღიად, რომელი მმართველი ყოფილა ბიძინა ივანიშვილზე დემოკრატი?!“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების გზით გაანეიტრალა: „ბიძინა ივანიშვილმა რეალური საფრთხეები გაანეიტრალა - ეს იყო 2018 წელს და ბოლო არჩევნები, რომელმაც საბოლოოდ ბეჭედი დაუსვა ამ საფრთხის განეიტრალებას, როდესაც მკვლელი სააკაშვილის პარტიას საბოლოოდ უარი ეთქვა ისევ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და ქართველი ხალხის ორგანიზებით“.

 


„თუ შეხედავთ ახლა სააკაშვილის ფენომენს, რა აწუხებს მას, ის არის ჩვეულებრივად ძალაუფლების მანიაკალური ლტოლვით შეპყრობილი, ვერ შეეგუა, რომ დაკარგა ძალაუფლება, რომელიც მას აღარ ეკუთვნის, რომელიც მას ხალხმა თავის დროზე მიანიჭა, მაგრამ ხალხმა ჩამოართვა ისევ ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი