არიან სრულიად ყეყეჩი, ბრიყვი, დეგენერატი ადამიანები, რომლებსაც რაღაც ბუნების ირონიით თუ შეცდომით აქვთ ერთი განსაკუთრებული ნიჭი. თან ისეთი, როგორიც მასზე განათლებულ, ჭკვიან, გონიერ ადამიანებს არა აქვთ. ასეთია ბორია ივანაშვილი, უვიცი, ბლუ, გაუნათლებელი ადამიანი, რომელიც მშობლიურ ენაზეც კი ვერ ლაპარაკობს. მაგრამ აქვს ფულის კეთების ალღო, თანაც ბნელი, უნამუსო, უკანონო გზებით.
აი, ცოტა ხნის წინ მან 100 მილიონი დოლარი საფრანგეთის მთავრობას გადაურიცხა იქ კოვიდის ვირუსთან საბრძოლველად. აქ, საქართველოში თავისი უამრავი ქონების „საქველმოქმედო“ ქართუ ბანკისთვის (რომელსაც თვითონვე ფლობს) გადარიცხვით, მან ის 100 მილიონი დოლარი მთლინად თუ არა, მნიშვნელოვანი პროცენტით აინაზღაურა და ამით ზუსტად იმდენივე თანხა მოპარა საქართველოს ბიუჯეტს, რადგან, როგორც იცით, ამ ქონებას არ დაედება ყოველწლიური საგადასახადო ბაჟი.
მისი პოლიტიკიდან „წასვლა“ მორიგი ანეკდოტია. როგორც ადრე იყო ქვეყნის მთავრობის ბატონ-პატრონი, იგივე იქნება ახლაც. მაგრამ მე კიდევ ეჭვი მაქვს, რომ გაზაფხულისთვის გამოჩნდება ახალი პარტია, ახალი სახეებით, რომელიც თავს ოპოზიციად გამოაცხადებს, ოცნებას გააკრიტიკებს - ძალიან არა, მაგრამ საკმარისად, რომ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი მოიზიდოს, თან ააფრიალებს სამართლიანობის დროშას და გამოაქვეყნებს ცხელ-ცხელ დაპირებებს. აი ისეთს, რვა წლის წინ რომ იყო - პირველი წელი იქნება მძიმე, მეორე კარგი, მესამე ძალიან კარგი და მეოთხე თლა გადასარევი. ამით მოაკლებს მხარდაჭერას სხვა პარტიებს, და თუ გაზაფხულზე ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები, აღმოჩნდება, რომ ეს ახალი „სამართლიანობისთვის მებრძოლი“ პარტია ჩაეხუტება ოცნებას და ამგვარად შეიქმნება ორპარტიული, მაშასადამე სრულიად ლეგიტიმური პარლამენტი.
გითხრათ მართალი, ზოგჯერ მგონია ასეთი "ახალი" პარტია უკვე შექმნილია, მაგრამ მოსახერხებელ დროს ელის.
ნუ, თუ ეს არ გამოვიდა, ყოველთვის არის ვერტმფრენი და მისი ასაფრენი მოედანი, რომლებიც ბორიას განკარგულებაში რჩება. ფულები ქართუ ბანკიდან საზღვარგარეთ უპრობლემოდ გადაირიცხება. სფრანგეთში კი მედლიანი ბიჭის კაი ცხოვრებას არაფერი შეუშლის.
დოდონა კიზირია,
პროფესორი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.