ფრიდონ ინჯია: დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მივესალმებით, ვისაც სურვილი აქვს, სიმართლე დადგინდეს, ალბათ პარლამენტში უნდა შემოვიდეს
12-01-2021, 15:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, პარლამენტში შესვლამდე მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო და ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

 

 

„პარლამენტში, რომ შემოვდიოდით ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივესალმებით. ეს დროზე გასაკეთებელია. ვისაც სურვილი აქვს და თვლის, რომ სიმართლე უნდა დადგინდეს, ის ოპოზიციური პარტიები, რიმლებიც ახლა გარეთ არიან, ალბათ პარლამენტში უნდა შემოვიდნენ, რომ ჭეშმარიტებამ იზეიმოს.

 

 

საკმაოდ სერიოზული განცხადებაა, თუ ერთ პროცენტზე მეტი იქნება ცდომილება, ახალი საპარლამენტო არჩევნები იქნება, რაც მისასალმებელია, რომ ამ ყველაფერს წერტილი დაესვას. უფრო მეტიც, კობახიძე პოლიტიკიდან მიდის, თუ ერთ პროცენტზე მეტი ცდომილება იქნება. ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ ეს პირობა არ გადათქვა, ეს დროზეა გასაკეთებელი. ჩვენ, მთელი ჩვენი ჯგუფი რა თამა უნდა, მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას და ყველაფერი იქ უნდა ითქვას, დადგინდეს. ამის გარდა, იქნება თუ არა ცდომილება ერთ პროცენტზე მეტი ან ერთ პროცენტამდე და თუ იქნება გადაწყვეტილება ახალი საპარლამენტო არჩევნების, ამავდროულად ამ კომისიაში უნდა იყოს დასკვნები ყველაფერ იმ ზოგ შემთხვევაში, იმ არასამართლებრივ ქმედებებზე, რომლებიც არჩევნების პერიოდში იყო. გაყალბება რაღაც დოზით იყო. ეს უნდა დადგინდეს რა და როგორ. რა თქმა უნდა, გაყალბებამ შედეგებზე გავლენა იქონია, მაგრამ ვფიქრობ, გადამწყვეტი არ იყო. ძირითადად ამომრჩევლებმა ხმა თვითონ მისცეს. სხვადასხვა რეგიონში კარუსელებიც იყო. სამეგრელოში, სადაც მე კურატორი ვიყავი, არ მსმენია კარუსელებზე. ეს უფრო ქალაქებში იყო, თუ იყო. ეს ყველაფერი უნდა დამტკიცდეს. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაკომპლექტდეს საგამოძიებო კომისია და წერტილი უნდა დაესვას ამ ყველაფერს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

 

 

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების საკითხს, ინჯია აცხადებს, რომ „ევროპელ სოციალისტებს“ არც ერთ მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიუღიათ და საქმის კურსში არ არიან.

 

 

„ევროპელ სოციალისტებს“ არც ერთ მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიგვიღია. ამიტომ, საქმის კურსში არ ვართ, როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორია მოლაპარაკების პროტოკოლი. მოლაპარაკებებს რა პერსპექტივები აქვს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია მომლაპარაკებელ მხარეებზე. კობახიძის განცხადების შემდეგ ვფიქრობ, არის გარკვეული არგუმენტაცია იმისთვის, რომ მოლაპარაკებები განახლდეს“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი