„დიდი თამაში“ - დაბრუნდა მსოფლიო პოლიტიკაში! - უდიდესი გარდატეხის მომენტი მსოფლიო პოლიტიკაში (უკვე მეორე, მაგრამ მასშტაბით აღმატებული) სულ ახლახან ჩვენ გვერდით მოხდა: აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირების სახით
12-01-2021, 15:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველა გონიერი საკუთარი სახელმწიფოს მოსურნე ქართველისთვის ვწერ: „დიდი თამაში“ - დაბრუნდა მსოფლიო პოლიტიკაში!

 

ალბათ ყველამ იცით!

 

მე-19 საუკუნის (170 წლის წინათ დაწყებული) უდიდესი დაპირისპირება ბრიტანეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის, რომელიც ცნობილია „დიდი თამაშის“ სახელწოდებით და რამაც განსაზღვრა მთელი შემდგომი პერიოდის მსოფლიო პოლიტიკა (ბოლო 70 წელია, ბრიტანეთის იმპერია ჩაანაცვლა აშშ-მ, რუსეთის იმპერია - ჯერ სსრ კავშირმა, შემდეგ უკვე თანამედროვე რუსეთმა) უდიდესი გარდატეხის მომენტი მსოფლიო პოლიტიკაში (უკვე მეორე, მაგრამ მასშტაბით აღმატებული) სულ ახლახან ჩვენს გვერდით მოხდა: აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირების სახით, რომელსაც მხოლოდ შენიღბვითი ხასიათი ჰქონდა: დაპირისპირება სხვა სიბრტყეში იყო და ახლა ეს უკვე ცხადია...

 

ამერიკელებს რაც სურდათ, ისე არ გამოვიდა!

 

ამაში მათ შიდა წინასაარჩევნო დაძაბულობამ შეუშალა ხელი! რუსები - როცა კი მიხვდნენ, რეალურად რა ხდებოდა,- მაშინვე ჩაებნენ და შეაწყვეტინეს ომი.

 

მაგრამ მოსახდენი მოხდა - მე-19 საუკუნის კავშირი აღდგენილია.

 

სომხებმა წააგეს (ასეა ყოველთვის, როცა მარიონეტი გყავს ხელისუფლებაში!), - წააგეს მაგრად! ეს მხოლოდ დასაწყისია.

 

რუსებმა ვერაფერი მოიგეს - უბრალოდ, დარჩნენ საკუთარ პოზიციებზე, თუმცა, ახლა უკვე ილუზიებში აღარ არიან.

 

ამერიკელები, სანამ საკუთარ მდგომარეობას არ დაალაგებენ, ისევ ისეთ მდგომარეობაში არაინ (ჯერ-ჯერობით!). მათაც რუსეთივით ვერაფერი მოიგეს, მაგრამ არც წააგეს, თუმცა, აშკარად სხვა რამ იყო მიზანი!

 

თურქეთი 4 ფრონტზე იბრძვის: სირია, ლიბია, ხმელთაშუაზღვის ნაწილი და სამხრეთ კავკასია!

 

ჩემი აზრით, თურქეთი ვა-ბანკზე მიდის, რადგან სხვა გზა არც აქვს, კარგად ხვდება, რაც ელის. რუსეთ-აშშ-ს მარწუხებში მოქცეულს, გასაქანი არასდროს მიეცემა!

 

მე-19 საუკუნის მოკავშირის აღდგენა, რომელიც დღეს ის აღარ არის რაც მაშინ, თუმცა, ამერიკელებზე გაცილებით კარგად იცნობს მუსულმანურ (და კერძოდ, არაბულ სამყაროს), ხოლო პოლიტიკური კულისების უდიდესი დიდოსტატია, - რას მისცემს თურქეთს, გამოჩნდება (ბევრს ვერაფერს), თუმცა, ბრძოლა-დაპირისპირება რომ სასტიკ ხასიათს მიიღებს, ეს ცხადია...

 

მსოფლიო პოლიტიკაში „დიდი თამაში“ დაბრუნდა!

 

დიდ თამაშს მხოლოდ მსოფლიო პოლიტიკის დიდი მოთამაშეები თამაშობენ, -

 

ყველა დანარჩენი დროებითი ინსტრუმენტებია!

 

დროებითი!

 

გასაგებია?!

 

საუბედუროდ, ჩვენ აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირებაში პრიმიტიული სიმპათიებისა და იდეოლოგიზირებული უაზრობების მეტი ვერაფერი დავინახეთ!..
ეს პოსტი - გონიერი ხალხის განსჯა-დაფიქრებისათვის დავწერე!.. დასაფიქრებელია, რადგან ყველაფერი კიდევ უფრო საშიში გახდა!


p.s.


ქართველების 99%-მა არც კი იცის, ''დიდი თამაშისა'' და ამ დაპირისპირების შესახებ და ამ დაპირისპირების როლი 1921 წლის ტრაგედიაში და ამ ტრაგედიაში ქართველი ტროცკისტების როლი. არსებობს დოკუმენტები - დაიდება მალე!

 

 

დემურ გიორხელიძე,

 

ანალიტიკოსი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი