ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველ ხალხს და მსოფლიოს, თუ როგორ ტოვებს ძლიერი ლიდერი ხელისუფლებას. ამ ნაბიჯით, კიდევ ერთხელ გვაჩვენა და დაამკვიდრა ქვეყანაში ახალი სტანდარტი. კერძოდ, როგორი უნდა იყოს უმაღლესი მორალური და დემოკრატიული სტანდარტი, - განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს.
„მან თავისი მმართველობის პერიოდში გაატარა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ქვეყანაში. მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, მედიათავისუფლება, ასევე სასამართლო რეფორმა, რომელიც უპრეცედენტოა და რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები, რომლებიც ასოცირებული იქნება მის სახელთან“, - განაცხდა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების ამ ფორმით დატოვებით, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველ ხალხს და მსოფლიოს, თუ როგორ ტოვებს ძლიერი ლიდერი ხელისუფლებას. „მისი ქველმოქმედება იყო უპრეცედენტო პოლიტიკაში მოსვლამდე, ასევე პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მისი გადადგმული ნაბიჯი არის უპრეცედენტო. ყველა ის პროექტი, რომელიც დღემდე განხორციელებულა ბიძინა ივანიშვილის სახელით და განხორციელდება „ქართუ ფონდის“ სახელით, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ტიკარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.