გოკა გაბაშვილი: მოხდა ვადის გადმოწევა მესამე კარგ წელზე, რათა მეოთხე საუკეთესო წელს ქვეყანაში სრული სიჩუმე იყოს
16-10-2015, 04:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასდროს ქიბარ ხალვაში დამოუკიდებელი მოთამაშე არ ყოფილა, ის ყოველთვის პოლიტიკური მიზანდასახულების მქონე ადამიანების, ჯგუფების ნებას ასრულებლდა, - აღნიშნული განცხადება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც მედიასაშუალებებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული განცხადების პროექტის განხილვა გრძელდება. მსჯელობის მთავარი თემა კი, "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებული მოვლენებია.


გაბაშვილის შეფასებით, ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ამის დრო იყო და მას ეს ახლა უნდა გაეკეთებინა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ძალიან ცუდი დრო შეარჩია იმისთვის, გადამწყვეტი შეტევა განეხორციელებინა მედიაზე.


"გადაწყვეტილებას იღებას არა სასამართლო, არამედ ხელისუფლება, ხოლო დღეს უკვე "ქართული ოცნების" აზრით, მზადმყოფი სასამართლო, ნინო გვენეტაძის მეშვეობით უკვე მზად არის ნებისმიერი რამ გააკეთოს. ასე, რომ სწორედ ამიტომ მოხდა ვადის გადმოწევა მესამე კარგ წელზე, რათა მეოთხე საუკეთესო წელს ქვეყანაში სრული სიჩუმე იყოს", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი