საქართველოს პრემიერ მინისტრი ლიეტუვის ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა
12-01-2021, 18:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შეხვდა.

 

 

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ, მეგობრულ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა ლიეტუვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროტლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

 

 

საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვაში პანდემიის კუთხით არსებულ მდგომარეობას. აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ეფექტური შედეგების მისაღწევად.

 


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, საქართველო ინტენსიურად მუშაობს ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ქვეყანამ ვაქცინა რაც შეიძლება ადრე მიიღოს და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამ კონტექსტში აღინიშნა ლიეტუვის მხრიდან ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილის ინიცირება, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს, შეიმუშაოს გამარტივებული მექანიზმი, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის საქართველომ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება გაზაფხულზე შეძლონ.

 

 

პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტის შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. ანდრიუს კალინდრამ აღნიშნა, რომ ლიეტუვა მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

 

 

შეხვედრაზე ასევე პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, ლიეტუვურ ენაში საქართველოს ერთადერთი ოფიციალური სახელწოდება „საქართველას" გახდა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი იუსტინა სლენიტე და პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი სალომე გაგუა დაესწრნენ. 

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი