ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნების“ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას აღარ ვაპირებ
12-01-2021, 18:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას აღარ ვაპირებ, - განაცხადა საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც 11 იანვარს პოლიტიკიდან საბოლოო წასვლის შესახებ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.

 


ივანიშვილი იმედოვნებს, რომ უახლოეს ოთხ-ხუთ წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა, შემდეგ კი, უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ახალი ძალა გაჩნდება და თავადაც მოესწრება იმას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს „ქართული ოცნება“.

 


„მე აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის. მე საჯაროობას ვწყვეტ და ალბათ, ეს ბოლო ინტერვიუ იქნება. რაც შემეძლო, გავაკეთე და ახლა რაღატომ მოვდივარ? ესე იგი, თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორად ვერ გავაკეთე. თუ სწორად ვერ გავაკეთე, უკან რაღატო უნდა გავიქაჩო, ხომ? მარტივი თემაა. ერთადერთი, რაც ვთხოვე გუნდს, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. ყველაფერი ნახა ჩვენმა საზოგადოებამ, მას აქვს არჩევის საშუალება და მან ისწავლა არჩევა, ისწავლა კონტროლიც. უახლოეს ოთხ-ხუთ წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი არ მოუვა. ქართული საზოგადოება უკაცრავად და ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“. უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ახალი ძალა გაჩნდება. ღმერთმა მომასწროს და მოვესწრები რა თქმა უნდა ამას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს „ქართული ოცნება“. 2024-ში ჩვენ განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე - ყველაზე განვითარებული და საინტერესო დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში მივიდეთ, სადაც ჩვენი ადგილია“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს, 22:30 საათზე დაიწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი