დავით ზალკალიანი: ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში გადადგმული ნაბიჯებითა და გადაწყვეტილებებით საქართველო შეუქცევადი ევროპული ფასეულობების შესაბამისი დემოკრატიული განვითარების გზაზე დააყენა
12-01-2021, 19:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლიტიკიდან წასვლისა და ქონების დიდი ნაწილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

 

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ივანიშვილის ეს ნაბიჯი ქვეყნის მდგრად დემოკრატიულ განვითარებას ემსახურება და ამოცანა, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაისახა პოლიტიკაში მოსვლით – ხელი შეეწყო საქართველოს ევროპულ დემოკრატიად ფორმირებისთვის, კვლავ რჩება მის მთავარ მისწრაფებად.

 

 

„ბიძინა ივანიშვილი თავისი განვლილი ცხოვრების ყველა ეტაპზე საკუთარი საქმით ადასტურებდა, რომ იგი ჩვენი დროისა და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქველმოქმედია. იგი, როგორც პოლიტიკაში მოსვლამდე, ასევე მას მერეც აგრძელებდა საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების უანგარო დახმარებას. ქველმოქმედების ის მასშტაბები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება, მართლაც უპრეცედენტოა, ისევე როგორც მსოფლიო ქველმოქმედების ისტორიაში, ძნელად მოიძებნება მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების მაგალითი – როდესაც პიროვნება საკუთარი ქონების დაახლოებით 95 %-ს საქველმოქმედო ფონდს, ანუ საკუთარ ხალხს და ქვეყანას უტოვებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯი მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც და კიდევ ერთხელ მოწმობს იმ პოლიტიკურ სიმწიფეს, რასაც საქართველომ მოკლე დროში მიაღწია.

 

 

„ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯი მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც და კიდევ ერთხელ მოწმობს იმ პოლიტიკურ სიმწიფეს, რასაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ამ მოკლე დროში, მიაღწია და ასევე მიუთითებს იმ უმნიშვნელოვანეს როლზე, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ამ პროცესში, ადამიანს, რომელმაც ძალადობრივი რეჟიმისგან გაათავისუფლა ქვეყანა და პოლიტიკაში გადადგმული ნაბიჯებით და მიღებული გადაწყვეტილებებით საქართველო შეუქცევადი ევროპული ფასეულობების შესაბამისი დემოკრატიული განვითარების გზაზე დააყენა. დარწმუნებული ვარ, ისტორია და ქართველი ხალხი სათანადოდ დააფასებს მის ღვაწლს”, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი