დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში უამინდობის შედეგად შიდა სახელმწიფოებრივი გზის ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე, ლატალსა და ბეჩოს შორის ე.წ. შყაბთან კლდის მასივი ჩამოინგრა, რის შედეგადაც საავტომობილო მოძრაობა ჩაიკეტა.
ადგილზე მობილიზებული იქნა საჭირო ტექნიკა და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები.
ამ დროისთვის გზის ძირითადი ნაწილი გაწმენდილია და ავტომანქანები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.